გია ვოლსკი - მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ დაასაბუთებს თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას თამარ ჩუგოშვილი

მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ დაასაბუთებს თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას თამარ ჩუგოშვილი - წინ წამოწეული იქნება პოლიტიკური კონტექსტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ კონტექსტში რომ განიხილავდეს სასამართლო ამას, იქაც ჩანს „სერიოზული გადაცდომები“, ამ მხრივ, ვოლსკი ლატვიაში პრეზიდენტის ვიზიტზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება „რეალობასთან შეუსაბამო“ იყო. ვოლსკი თვლის, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები შეეცდებიან წინ წამოსწიონ ვიზიტების პოლიტიკური მხარე.

„კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია ის (თამარ ჩუგოშვილი), სადაც წერია, რომ მთავრობასთან შეუთანხმებლად არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საშუალება ვიზიტების განხორციელების და დამაზიანებელია ის, რაც მოხდა, დამაზიანებელია კონსტიტუციის ასეთი დარღვევა და მე მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ დაასაბუთებს თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას. ვერც წარმომიდგენია. მე მაინც ვფიქრობ, რომ წინ წამოწეული იქნება პოლიტიკური კონტექსტი, თითქოსდა ეროვნული ინტერესების დასაცავად მოხდა კონსტიტუციის დარღვევა. რაც შეეხება იმას, რომ არ ჩავიდა [ბათუმში], ღირსების საკითხად თუ მიაჩნდა ლატვიისა და სხვა ლიდერებთან შეხვედრა, საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოსთან შეხვედრას თაკილობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო