პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ევროპისა და კლიმატის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ანა ლიურმანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ევროპისა და კლიმატის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ანა ლიურმანს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა გერმანულ მხარეს ეროვნული დღესასწაული - გაერთიანების დღეს მიულოცა და გერმანელ ხალხს კეთილდღეობა და მშვიდობიანი განვითარება უსურვა.

ანა ლიურმანის ინტერესის გათვალისწინებით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ გარემოზე, ასევე, ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ პროცესებზე. შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე მიმოიხილა ევროკავშირში წევრობის მხრივ საქართველოს პროგრესი და გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა