ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ პაოლო ჯენტილონის შეხვდა

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეკონომიკის საკითხებში შეხვედრა ევროკომისართან პაოლო ჯენტილონისთან გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. მინისტრმა ევროკომისარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული შედეგების შესახებ. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა შესაბამისად იქნება შეფასებული და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, აღინიშნა, რომ რეფორმების გატარების პროცესი მიმდინარეობს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და მის მნიშვნელობას საქართველოს და ქვეყნის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის, დადებითად შეფასდა შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასევე ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის აუცილებლობას და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროპის ერთიან ბაზარზე საქართველოს სრული ინტეგრაციის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს