მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია - სასამართლომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რომ თუნდაც მისდა უნებურად არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ

პრეზიდენტთან მიმართებით მიმდინარე იმპიჩმენტის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია - სასამართლომ დასკვნის ჩამოყალიბებისას ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რომ არ ასცდეს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს და ღირებულებებს და თუნდაც მისდა უნებურად არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

კოპალეიშვილის თქმით, მოწინააღმდეგე მხარის წარდგინება დაუსაბუთებელია და „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყო.

„ბუნებრივია, სასამართლოს პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან ეს შესაძლოა, იქცეს პარლამენტის უმრავლესობის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან პრეზიდენტთან მიმართებით მიმდინარე იმპიჩმენტის შინაარსი არის აშკარად პოლიტიკური, არც აქვს კონსტიტუციური, სამართლებრივი გამართლება და სასამართლომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს დასკვნის ჩამოყალიბებისას, რომ არ ასცდეს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს და ღირებულებებს და თუნდაც მისდა უნებურად, არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. წარდგინების გაცნობისას ყველა ვრწმუნდებით, რომ პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი წარდგინება არის დაუსაბუთებელი, ვერ პასუხობს იმპიჩმენტისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, წარდგინება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნის საფუძვლიანობის სტანდარტს და მიუხედავად ჩემი თქვენდამი პატივისცემისა, ძვირფასო სასამართლო, უნდა მოგახსენოთ, რომ წარდგინება არ უნდა მიეღო სასამართლოს არსებითად განსახილველად,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება