აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბრაზილიის ელჩს საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბრაზილიის ელჩს საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძე აჭარის რეგიონში ელჩის პირველ ვიზიტს მიესალმა და თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„შეხვედრაზე პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ბრაზილიის საელჩომ საქართველოში მონაწილეობა პირველად მიიღო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება