თამარ ჩუგოშვილი - იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - მმართველი უმრავლესობა უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და პრეზიდენტს მანდატის შესრულებაში ხელს უშლის

იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილება - მმართველი უმრავლესობა თავისი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და პრეზიდენტს თავისი მანდატის შესრულებაში ხელს უშლის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი საქართველოს სანდოობას და საერთაშორისო იმიჯს ჩრდილს აყენებს.

„მმართველი უმრავლესობა თავისი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და პრეზიდენტს იმ მანდატის შესრულებაში უშლის ხელს, რომელიც მან საყოველთაო კენჭისყრით მიიღო და რომელსაც იგი კონსტიტუციის დებულებების დაცვით ასრულებს. იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი ჩრდილს აყენებს საქართველოს სანდოობას და საერთაშორისო იმიჯს, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების საწინააღმდეგო ეფექტი ექნება და კონსტიტუციის 78-ე მუხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იქნება. თავისი არსით, იმპიჩმენტი არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს განსაკუთრებული სიმძიმის მოვლენებთან. ჩვენ შემთხვევაში მმართველმა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაეწყო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, არც მეტი, არც ნაკლები პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული მუხლის ვალდებულებების 49-ე მუხლის საფუძველზე შესრულების გამო და ამ საქმიანობის შესრულების გამო,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო