გიორგი კახიანი - პრეზიდენტის წარმომადგენელი როდესაც 2X2-ზე ამბობ, რომ 5 ან 7-ია, ბუნებრივია, კარგ მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდები - იურისტებსაც კი უჭირთ პრეზიდენტის დაცვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი კახიანის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინებისას სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების პოზიცია სუსტი იყო.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენთვის არ იყო ცნობილი მათი პოზიცია იმიტომ, რომ აქამდე არც წერილობით ჰქონდათ რაიმე წარმოდგენილი და რა საფუძველს დაეფუძნებოდა მათი პოზიცია ჩვენ არ ვიცოდით. მხოლოდ ახლა გაჟღერდა და მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ. არ მეგონა, თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობას ასეთი სუსტი პოზიცია ექნებოდა. ფაქტობრივად, თავიანთი პოზიციით თავდაყირა დააყენეს კონსტიტუციის სულისკვეთება, კონსტიტუციური მართლწესრიგი. ის სამართლებრივი განმარტებები, რომელიც მათ გააკეთეს, კონკრეტულ კონსტიტუციურ ნორმებთან მიმართებით, არის სრულიად არარელევანტური და ვერანაირად ვერ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას. ამიტომ ჩვენ ჩვენს პოზიციებს როცა გაგრძელდება სხდომა იქ დავაფიქსირებთ. არანაირად არ ვაკნინებ პრეზიდენტის წარმომადგენლების კომპეტენციას, პირიქით, დიდ პატივს ვცემ მათ და არანაირად ეჭვქვეშ არ შეიძლება მათი კომპეტენციის დაყენება. მაგრამ კაზუსი როგორც ასეთი, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს ვგულისხმობ, იმდენად აშკარაა, რომ აქ პრეზიდენტის ქმედებების დაცვა უბრალოდ წარმოუდგენელია და როდესაც ამას ცდილობ, სრულიად აბსურდულ მოცემულობაში შეიძლება აღმოჩნდე.

პრეზიდენტს, ყველა შემთხვევაში, უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი. იურისტებსაც კი უჭირთ პრეზიდენტის დაცვა. მე არ მეგულება იურისტი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლად ამ შემთხვევას ახსნიდეს. პრეზიდენტის წარმომადგენელი რომ გქვია, შენი ამოცანაა დაიცვა პრეზიდენტი და პრეზიდენტის ქმედებები. როდესაც 2 X 2 -ზე ამბობ, რომ არის 5 ან 7, ბუნებრივია, ვერ აღმოჩნდები კარგ მდგომარეობაში“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო