გორში ქართული რეწვის ოსტატის, ნანული აზიკურისა და კერამიკოს, გიორგი ტატულაშვილის მასტერკლასები ჩატარდა

გორში ქართული რეწვის ოსტატის, ნანული აზიკურისა და კერამიკოს, გიორგი ტატულაშვილის მასტერკლასები ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება, რომელსაც ხალხური რეწვით დაინტერესებული ადგილობრივები დაესწრნენ, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

„ხალხური რეწვისა და კერამიკის მასტერკლებს გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნომ უმასპინძლა.

სახელოსნო ახალი სივრცეა გორში, რომელიც განკუთვნილია ქართული ხალხური რეწვით, ფოლკლორითა და ტრადიციული სახელოვნებო მიმართულებებით დაინტერესებული ტურისტებისა და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.

სახელოსნოში გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ჩართულობით გაიმართება საგანმანათლებლო მასტერკლასები, საინფორმაციო - სასწავლო ვორქშოპები. სახელოსნო პერიოდულად, ფოლკლორულ საღამოებს და გამოფენა-გაყიდვებს უმასპინძლებს. სახელოსნოს მოსწავლეები კი, ადგილობრივ ოსტატებთან ერთად, ფესტივალებსა და კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას.

შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნოს პროექტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო), კულტურული ტურიზმის ევროპული ინსტიტუტის“ (ბულგარეთი), ქალაქ მიკოლაევის განვითარების ფონდის (უკრაინა) და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ძალისხმევით და ევროკავშირის ,,შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სახელოსნოს მიზანია გორში შემოქმედებითი ტურიზმის, მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება