შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას - თქვენ თუ კონცეფცია ისეთივე სიზუსტით გესმით, როგორც ჩემი სიტყვები, ვერ ყოფილა საქმე კარგად - ქართულ-ამერიკული ურთიერთობა სად ვთქვი საერთოდ

ქალბატონო თეონა, თქვენ თუ კონცეფცია ისეთივე სიზუსტით გესმით, როგორც ჩემი სიტყვები, ვერ ყოფილა საქმე კარგად. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა სად ვთქვი საერთოდ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას პლენარულ სხდომაზე.

პაპუაშვილის თქმით, თეონა აქუბარდიას განცხადება ნიშანდობლივი ტყუილია.

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობა სად ვთქვი საერთოდ. ეს ძალიან ნიშანდობლივი ტყუილია, რომელსაც ავრცელებთ ახლა. თუკი უსაფრთხოების ექსპერტობა გსურთ, მე მგონი თქვენ უნდა იყოთ ამ საქმეში და თუ ასე ქარაფშუტულად უყურებთ ამ საკითხებს და მხოლოდ კონცეფციების კითხვა არის თქვენი უსაფრთხოების სტანდარტი, კი ბატონო“, - უპასუხა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, - „შავი დღე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“ - როცა ამას პარლამენტის თავმჯდომარის პირით ვისმენთ, არავის უკვირს, რომ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ფარცხალაძის მავნე გავლენების გამოძიება არ ხდება“.

მისი თქმით, ყველას ეღიმება იმ გამოძიებებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში ანტი-ამერიკული განწყობებისთვის აქვთ გამოგონილი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად