თამარ ჩუგოშვილი - საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორების მხრიდან მტკიცებულებები სრულებით არ არსებობს, მხოლოდ მათი მოსაზრებები არსებობს

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებისას, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორებს მტკიცებულებები არ გააჩნიათ.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წარდგინების ავტორებს მხოლოდ მოსაზრებები აქვთ.

„აუცილებელია, რომ პროცესი იმ პირობებში წარიმართოს, როცა სასამართლო თანასწორად ექცევა ორივე მონაწილეს, ორივე სუბიექტს, ვინც ამ პროცესში ვართ წარმოდგენილი. სხვანაირად აუცილებლად გაჩნდება განცდა, რომ პროცესი სათანადოდ სამართლიანი არ არის. კონკრეტულ შემთხვევებში არაერთხელ მიუთითა ქალბატონმა მაიამ [კოპალეიშვილმა] და ზუსტადაც ასეთი განცდა დაგვრჩა. ხვალ გაგრძელდება ეს პროცესი, დამატებით ბევრი საკითხის დეტალურად გავლა მოგვიწევს, ალბათ, განსაკუთრებით, მტკიცებულებების ნაწილში, რომელიც მათი მხრიდან სრულებით არ არსებობს, ეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა და გავიმეორო, მხოლოდ მათი მოსაზრებები არსებობს და მეტი არაფერი, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება. სასამართლო რას გაითვალისწინებს და რას არა, წინასწარ არ მინდა საუბარი, სჯობს თავი შევიკავო“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა:

„არ ვიტყვი, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს