მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავას - ნუ ბრაზობთ ბატონებო, როცა საჭიროა, მაშინ იბრაზეთ ხოლმე თავი - თქვენი დაცვა არ სჭირდება მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანს, გადასარევად იცავს თავს

თქვენ მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაზე საჭიროებს მთავრობის თანხმობას? - ქვეყნის შიგნით, რომ შეხვდეს შარლ მიშელს, ამ შემთხვევაშიც დასჭირდებოდა, თუ არ დასჭირდებოდა? , - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანს, ვახტანგ ბაჩიაშვილს საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენელი დაინტერესდა, ასეთ შემთხვევაში, როგორია პრაქტიკა.

„თქვენ მიგაჩნიათ, რომ საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაზე საჭიროებს მთავრობის თანხმობას? პრეზიდენტი ყველა საკითხში შეზღუდულია მთავრობის ნებართვით, ანუ ყოველთვის სჭირდება პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა? მაგალითად, ქვეყნის შიგნით, რომ შეხვდეს შარლ მიშელს, ამ შემთხვევაშიც დასჭირდებოდა, თუ არ დასჭირდებოდა, თქვენი პრაქტიკა როგორია?“, - მიმართა კოპალეიშვილმა ბაჩიაშვილს, რასაც მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა ასე უპასუხა:

„შარლ მიშელი კარგი მაგალითია, 2021 წელს, როცა საქართველოში ჩამოვიდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოიგზავნა შარლ მიშელის დახვედრის ორგანიზების სამოქმედო გეგმა და ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა, რასაც კოპალეიშვილმა უპასუხა, რომ „პრეზიდენტი ამას ყველა შეხვედრაზე აგზავნის, რადგან პროტოკოლის საქმიანობაა“.

ბაჩიაშვილმა კი განმარტა, რომ პრეზიდენტის მხარეს სურს, აღნიშნული ბრძანება ორგანიზაციული ხასიათის ბრძანებამდე დაიყვანოს.

„არამხოლოდ, ქალბატონო მაია, თქვენ ამ ბრძანების დაყვანა რაღაც ორგანიზაციული ხასიათის ბრძანებამდე გინდათ, მაგრამ აქ აუცილებლად არის საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანართი“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა, რაც კვლავ პრეზიდენტის წარმომადგენელმა უპასუხა და კონსტიტუციის სხვა მუხლებზე მიუთითა.

„კითხვა იმპიჩმენტთან დაკავშირებითაა, ეხება თანხმობის არსებობა-არარსებობის საჭიროებას საგარეო ურთიერთობებთან მიმართებით. ამიტომ, მე მაინტერესებს, ყოველთვის სჭირდება ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ და თუ არ სჭირდება, როდის არ სჭირდება, თუ მართლა მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ 52-ე მუხლია ძირითადი მუხლი კონსტიტუციაში და სხვა ყველაფერზე თვალი უნდა დავხუჭოთ?“, - მიმართა კოპალეიშვილმა ბაჩიაშვილს.

მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, დღევანდელი განხილვა ლოგიკურ კავშირშია სხვა მუხლებთანაც.

„52-ე მუხლთან დაკავშირებით აღვნიშნე კიდეც, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ მარტო 52-ე მუხლს არ განვიხილავთ, სხვა მუხლებთან კავშირში განვიხილავთ, ლოგიკურ კავშირში განვიხილავთ 49-ე მუხლთანაც და 54-ე მუხლთანაც...მე გეუბნებით იმას, რომ 49-ე მუხლი კავშირშია 52-ე მუხლთან, რადგან 52-ე მუხლი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებზე საუბრობს და 52-ე მუხლი პრეზიდენტის უფლებამოსილებებს მოიცავს, რომელიც პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებებს მოიცავს, რომელსაც ის დამოუკიდებლად ახორციელებს და იმ უფლებამოსილებებსაც, რომელსაც ის მთავრობის თანხმობით ახორციელებს“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა, რაზეც კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ „შესანიშნავი პასუხია“, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ მაია კოპალეიშვილს მოუწოდა, ბაჩიაშვილისთვის „პასუხების გაცემა დაეცადა, რადგან მისი კითხვებიდან პასუხს ვერ იგებდა“.

„ნუ ბრაზობთ ბატონებო, როცა საჭიროა, მაშინ იბრაზეთ ხოლმე თავი. თქვენი დაცვა არ სჭირდება ბატონ ვახტანგს, გადასარევად იცავს თავს“, - განაცხადა კოპალეიშვილმა, რის შემდეგაც ბაჩიაშვილს მიმართა, რომ „იქ ლექციას არ ატარებდნენ“. აღნიშნულის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ მას პასუხის გაცემის საშუალება უნდა მისცემოდა.

„კვალიფიკაციაც, ცოდნაც, პრაქტიკაც აქვს, ამის მიხედვით სცემს ყოველთვის პასუხს, თუ არ მოგვეწონება, სასამართლო შეაფასებს, თქვენ შეაფასებთ და ასე მივალთ შედეგამდე, ყველა სიტყვაში ნუ გავაწყვეტინებთ, აზრი დავასრულებინოთ ბოლომდე“, - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ, რაზეც კოპალეიშვილმა აღნიშნა:

„მივიღე პასუხი, აზრი არ აქვს მაშინ მის, როგორც მოწმის დაკითხვას... ტერმინებს ნუ მიმარტავთ. აქ მოწვეულია, როგორც მთავრობის წარმომადგენელი“, - განაცხადა მწარიაშვილმა, აღნიშნულში ანრი ოხანაშვილი ჩაერთო და განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის პატივისცემაა საჭირო“, რასაც კოპალეიშვილმა უპასუხა: „სიტყვებით ნუ თამაშობთ, თქვენ უნდა სცეთ პატივი ამ ქვეყნის კონსტიტუციას“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო