ნიკა სიმონიშვილი - გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი გვაქვს - პრეზიდენტი წავიდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს დაუჭიროს მხარი, სად აირია სიტუაცია?  - აირია მთავრობის უარით, რომელშიც არაკონსტიტუციურობას ვხედავ

საია-ს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია. აღნიშნულის შესახებ სიმონიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც იურისტი განმარტავს, პრეზიდენტს „ლეგიტიმაცია ხალხისგან აქვს მიღებული, შესაბამისად, მთავრობასთან მის ანგარიშვალდებულებაზე ასეთი დოზით ვერ უნდა ვისაუბროთ“.

„თანაზიარი ვარ იმ იდეის და არსის, რომ პრეზიდენტს ამ შემთხვევაში კონსტიტუცია არ დაურღვევია. ამ საკითხთან მიმართებით არაფერი არ დგას თავის ადგილას. როცა ვსვამთ კითხვას, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, ბოლო ნაწილში ვიწყებთ კითხვის დასმას. კითხვას ამ პროცესების დასაწყისიდან დავსვამდი, საერთოდ, როგორ მოვიდა აქამდე პროცესი. მაშინ, როცა პრეზიდენტმა ის ნაბიჯი გადადგა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ფორმალურად თვლის კონსტიტუციის დარღვევად და შეიძლება ბევრი იზიარებს ამას, საერთოდ როგორ მოვედით აქამდე, ეს არის საინტერესო. ცოტა ხანი მოვაშოროთ ის მოცემულობა, რომ მთავრობის თანხმობით უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, პრეზიდენტი წავიდა უცხოეთში, დადასტურებული ფაქტია მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, წავიდა იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დაუჭიროს მხარი, მოდი ვაღიაროთ, რომ დღეს, ჩვენი პარტნიორებისგან სალომე ზურაბიშვილი დანახულია ყველაზე პოზიტიურ და წონიან ფიგურად ევროინტეგრაციის პროცესში. სალომე ზურაბიშვილი ამ ვიზიტით წავიდა, „ქართული ოცნება“ ამ ვიზიტზე უარს ეუბნება. სად აირია სიტუაცია - აირია მთავრობის უარით, რომელშიც არაკონსტიტუციურობას ვხედავ, პირველ რიგში, მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დავსვამდი კითხვის ნიშნებს...

პრობლემა იმაში კი არ არის, რომ პრეზიდენტი სადაც წავიდა, კონკრეტულ ქმედებას აქვს აქ მნიშვნელობა, ზოგადად კი არ უნდა შევხედოთ, პრეზიდენტს შეუძლია თუ არა გასვლა, კონკრეტულ ქმედებაში არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა, ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენი კონსტიტუციაც განსხვავებულია სხვა საპარლამენტო მოდელებისგან, ჩვენთანაც არ არის ყველაფერი თავის ადგილას. გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი გვაქვს... ჩვენ ვსაუბრობთ პრეზიდენტზე, რომელსაც ლეგიტიმაცია პირდაპირ ხალხისგან აქვს მიღებული, შესაბამისად, მთავრობასთან მის ანგარიშვალდებულებაზე ასეთი დოზით ვერ უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო