ლევან ხაბეიშვილი - არაფორმალური მმართველობა მარტო ეროვნულ დონეზე არ არის, პატარა „მინიგარქები“ ჩაბუდებულები არიან რეგიონებში - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა ყველა ასეთი ადამიანი ვამხილოთ

არაფორმალური მმართველობა მარტო ეროვნულ დონეზე არ არის, პატარა „მინიგარქები“ ჩაბუდებულები არიან რეგიონებში - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ყველა ასეთი ადამიანი ვამხილოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა, საზოგადოებას სერიებად შესთავაზებს „კონკრეტულ კორუმპირებულ ადამიანებს“.

„არაფორმალური მმართველობა მარტო ეროვნულ დონეზე არ არის, პატარა „მინიგარქები“ ჩაბუდებულები არიან რეგიონებში. ეს ადამიანები, მათ შორის ახორციელებენ მანიპულაციას საარჩევნო გარემოზე, ასევე ადამიანების შანტაჟს, მოსყიდვას, არაფორმალური გავლენებით მართავენ გამგებლებს, მერებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ყველა ასეთი ადამიანი ვამხილოთ. სერიებად შემოგთავაზოთ კონკრეტული კორუმპირებული ადამიანები, რომლებსაც, მათ შორის პირდაპირი კავშირი აქვთ, რუსულ ჯაშუშურ ქსელთან. წარმოგიდგენთ სამცხე-ჯავახეთის, ბორჯომის, ბაკურიანისა და ახალციხის არაფორმალურ მმართველებს, რომლებიც მათ შორის, ბიუჯეტიდან ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. ბორჯომში, ძმები, გია და ელგუჯა ორჯონიკიძეები არიან არაფორმალური მმართველები. ელგუჯა ორჯონიკიძე გახლავთ, „ეფესბეს“ მაღალჩინოსანი, მისი მეცადინეობით, მისი და დანიშნეს ბაკურიანის ფონდის ხელმძღვანელად, ბიუჯეტი 18 მლნ ლარი მისცეს. იცით, რომ ბაკურიანით ღარიბაშვილია დაინტერესებული, ასევე მისი სიდედრი. როდესაც სჭირდებათ სარეკრეაციო ზონის მოხსნა, სხვადასხვა სამშენებლო გადაწყვეტილება - ელგუჯა ორჯონიკიძის, მისი დის და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით წარმატებით ახორციელებს ამ ყველაფერს.

ახალციხეში, დემეტრე თათეიშვილმა, შპს „არალის“ დირექტორმა, ბიძინა ივანიშვილს დაუთმო საკუთარი სახლი. ამის შემდეგ დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ასობით მილიონი ლარის გადახდა. ამ დროისთვის, 386 მილიონი ლარის ხელშეკრულება აქვს მიღებული. გარდა იმისა, რომ ივანიშვილს ემსახურება აბასთუმანში, მათ შორის, ასიათასობით ლარს სწირავს რუსულ პარტიას. მისი და და სიძე ასევე ფლობს სხვადასხვა კომპანიას, 10 მილიონი ლარი უკვე წაღებული აქვთ. სიძის მამა, ნოდარ ტალახაძე ასევე არის მოქმედი საკრებულოს ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე. დიდი კორუფციული, ნეპოტისტური ქსელი აქვთ შექმნილი, ცხადია არჩევნების დროს ამ ფულს და გავლენებს რუსული პარტიის სასარგებლოდ იყენებენ.

ახალციხეში, ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, კარგად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ყოფილი გუბერნატორის მოადგილეს, ავთანდილ კაჭკაჭიშვილს დაფუძნებული აქვს კომპანია და 25 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული ხელშეკრულებებით. ამ ფულიდან, დაახლოებით, 20 ათასი ლარი შეწირული აქვს რუსული პარტიისთვის“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი