პრეზიდენტის წარმომადგენელი - სასამართლოს არ აქვს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადასტუროს

სასამართლოს არ აქვს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადასტუროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი მოცემულობა არ არსებობს.

„როდესაც პოლიტიკური სუბიექტი ასეთი მაღალი წარმომადგენლობით არის წარმოდგენილი, რისკები ყოველთვის არის, რომ სასამართლო არ მოექცეს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. ამისგან რომ გათავისუფლდეს სასამართლო, ბუნებრივია, პროცესმა უნდა დატოვოს სამართლიანობის განცდა ობიექტურ დამკვირვებელში. დღეს არის მეორე ეტაპი. სასამართლო მთელი ძალით ჯერ მხარეებთან კითხვების სახით არ ჩართულა. ამიტომ, ჯერჯერობით პირადად თავს შევიკავებ რაიმე კონკრეტული შეფასებებისგან. სასამართლოს არა აქვს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადასტუროს, რამეთუ არ არსებობს ასეთი მოცემულობა, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი. თავად კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარდგინება არის სრულიად დაუსაბუთებელი. არ არის მოყვანილი არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ დარღვევა იყო. უბრალოდ, ზედაპირულად არის აღნიშნული და არის სიტყვათა თამაში. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად დგას იმ საჭიროების წინაშე, რომ ნორმათა ნორმატიული შინაარსის განმარტება გააკეთოს“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განხილვას დღეს, 4 ოქტომბერს აგრძელებს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

პრეზიდენტის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო