IBSU-ს ახალი მფლობელები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი მფლობელები, კახა შენგელია და გია კავთელიშვილი დღეს IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე IBSU-ს ახალმა რექტორმა, კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ IBSU შეინარჩუნებს თავის ბრენდს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მენეჯმენტს.

შენგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IBSU გაძლიერდება და კიდევ უფრო გაიზრდება მისი საერთაშორისო ცნობადობა, ჩამოვა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი, შეიქმნება ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, სოციალური, და ჰუმანიტარული მიმართულებებით.

IBSU-ს ერთ-ერთი მფლობელის, გია კავთელიშვილის თქმით, იგი მოხარულია, რომ მის მეგობარ და პარტნიორ კახა შენგელიასთან ერთად უნივერსიტეტის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს.

როგორც ყოფილმა რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ახალი მენეჯმენტითა და ხედვებით გაცილებით გაძლიერდება და განვითარდება”,- განაცხადა ბაირაქთუთანმა.

უნივერსიტეტის ცნობით, 2 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, IBSU-ს მფლობელები გახდნენ "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი კახა შენგელია და "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" (სეუ) რექტორი გია კავთელიშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება