ბიზნესი სოციალური მიზნებით - „სოციალური საწარმოების B2B გამოფენა“ ევროკავშირის ხელშეწყობით წელს მეოთხედ გაიმართება

ბიზნესი სოციალური მიზნებით - ასეთია სოციალური საწარმოს განმარტება, რომლის პრიორიტეტი არა მოგების მიღება, არამედ კონკრეტული ჯგუფებისა და დარგების მხარდაჭერაა.

მსგავს ბიზნესებს “სოციალური საწარმოების B2B გამოფენა” წელს მეოთხედ გააერთიანებს - 27 ოქტომბერს სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” 50-მდე სოციალურ საწარმოსა და 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს, 100-ზე მეტი კომპანიიდან. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის(CSRDG) ორგანიზებით გაიმართება.

გამოფენა კარგი შესაძლებლობა იქნება, როგორც უშუალოდ მონაწილეებისთვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის:

- სოციალურ საწარმოებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია თუ სერვისები და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან;

- ბიზნესსექტორი შეძლებს ერთ სივრცეში გაეცნოს სოციალურ და მწვანე საწარმოებს, გამართოს პირისპირ შეხვედრები, დადებითი გავლენა მოახდინოს სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებზე.

სწორედ ამ მიზნებით B2B გამოფენა საქართველოში 2017 წლიდან იმართება. დასაწყისიდანვე ღონისძიებას აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირი, რამდენადაც მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. გამოფენას თვალსაჩინო შედეგები უკვე აქვს. როგორც CSRDG-ის B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერი გიგა ჩიტიშვილი აღნიშნავს, მათ ანგარიშზეა 300-მდე ბიზნეს შეხვედრა, 200 000 ლარზე მეტი ღირებულების გაფორმებული კონტრაქტი და 40-ზე მეტი გაძლიერებული საწარმო:

ვხედავთ, როგორ ფართოვდება და იზრდება ის სოციალური სარგებელი, რომელიც ასეთ თანამშრომლობებს სდევს თან. ყველაფერთან ერთად, გვიახარია, რომ B2B გამოფენებზე წარმოდგენილი პროდუქციის და სერვისების სპექტრი, რომლებსაც სოციალური საწარმოები სთავაზობენ საზოგადოებას, ყოველწლიურად უფროდაუფრო მრავალფეროვანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური ხდება”,- აცხადებს პროექტის მენეჯერი.

B2B გამოფენა წელსაც საკმაოდ საინტერესო სექტორებს მოუყრის თავს, მათ შორის წარმოდგენილი იქნება სოციალური საწარმოები ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: ტექსტილი, ტყავი და ნაქსოვი პროდუქცია; გარემოს დაცვა და მწვანე მეწარმეობა; სოციალური სერვისი და ინოვაცია; გამოყენებითი და დეკორატიული პროდუქცია და ა.შ.

ორგანიზატორები ცდილობენ, ყოველწლიურად ახალ სოციალურ საწარმოებს მისცენ შანსი, საკუთარი პროდუქცია მეტ ადამიანს გააცნონ. თუმცა, გამოფენას უკვე ტრადიციული მონაწილეებიც ჰყავს, რომლებიც აქტიურად იყენებენ ამ სივრცეს, რათა მიჰყვნენ საკუთარ საქმეს და აკეთონ ბიზნესი და სასარგებლო საქმე ერთდროულად.

სოციალური მეწარმეობა აღმოჩნდა ერთ -ერთი ეფექტიან გზა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარებისთვის - ამის ნათელი მაგალითიაბაბალე”. B2B გამოფენაში უკვე მეოთხედ ვმონაწილეობთ და მომავალშიც გავარძელებთ, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა, შევაჯამოთ ჩვენი საქმიანობა, დავსახოთ ახალი გეგმები, შევქმნათ ახალი პროდუქციის ხაზი და წარვადგინოთ ასობით ბიზნესკომპანიის წინაშე, რაც ძალიან გვეხმარება პარტნიორულ და თანასწორ თანამშრომლობაში”,- აცხადებს სოციალური საწარმობაბალესდირექტორი ლია ტაბატაძე.

უკვე მეოთხედ მიიღებს გამოფენაში მონაწილეობას სოციალური მაღაზია “ეთნოდიზაინიც”, რომელიც მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობა: მაღაზია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ოსტატებისათვის გაყიდვების შესაძლებლობებს ქმნის, შედეგად უკვე შვიდი წელია 250-მდე ოსტატისთვის დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა.

სოციალური საწარმოების B2B გამოფენაში 2017 წლიდან ვმონაწილეობთ და ყოველი მომდევნო ღონისძიების დადებითი გავლენა მზარდია. ეს გვეხმარება ახალი კორპორატიული თანამშრომლობის განხორციელებასა და ზოგადად, მსგავსი შეთავაზებების უნარების განვითარებაში”,- ამბობს სოციალური მაღაზიის ხელმძღვანელი ირინა მანია.

B2B გამოფენა სექტორებს შორის თანამშრომლობის კარგ შესაძლებლობას იძლევა, რაც სოციალური საწარმოების განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სწორედ ასეთი, სექტორული სინერგიის მაგალითია სოციალური მაღაზია “ესკი”, რომელიც დღეს 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ნივთს აერთიანებს. მაღაზია-შოურუმი ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა, მოგვიანებით კი მის განვითარებაში წვლილი ქალაქ თბილისის მერიამ და ერთ-ერთა კრეატიულმა სააგენტომაც შეიტანეს.

მსგავსი სექტორული თანამშრომლობების გაღრმავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამოფენა-გაყიდვები. 2022 წელს გამართულ B2B გამოფენაზე ესკიმკერძო სექტორიდან რამდენიმე თანამოაზრე შეიძინა, რომლებთანაც დღემდე გვაკავშირებს მდგრადი თანამშრომლობა”,- აღნიშნავს სოციალურ საწარმოთა ალიანსისაღმასრულებელი დირექტორი სალომე კუსიანი.

თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გარდა სოციალურ საწარმოებს CSRDG მრავალკომპონენტიან მხარდაჭერასაც სთავაზობს, მათ შორის ტრენინგებს შეთავაზებების მოსამზადებლად, მენტორინგის პროგრამას და პირისპირ შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან.

(R)

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი