შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ნებისმიერი განცხადება, რომ პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, არის „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ზვიად გამსახურდიას დარბაზში არავის მოგცემთ

ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ზვიად გამსახურდიას დარბაზში არავის მოგცემთ, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ქართულ კანონებს იღებს.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მაქვს ვალდებულება, პარლამენტის ღირსების დასაცავად ყველა ზომა მივიღო. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, ტერმინი „რუსული კანონი“. მინდა ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად განვაცხადო ერთი რამ - საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის არჩეული წარმომდგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. ჩვენ რაც მარტში, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ, ეს იყო ტიპური „კაგებეს“ წიგნებიდან ამოკითხულ პროპაგანდის ტაქტიკები, რათა თეთრს დაერქვას შავი, ქართულს რუსული. იმ პროპაგანდისტული საინფორმაციო შტურმით, მათ უნდოდათ სადისკუსიო თემის დისკრედიტაცია. შეიძლებოდა დისკუსია, მსჯელობა, მაგრამ იარლიყის მიკვრით და ბრენდირებით, არადემოკრატიულად, ზუსტადაც რუსული სტილით, „კაგებეს“ წიგნიდან ამოკითხული ტაქტიკებით ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა ჩირქი მოსცხეს საქართველოს პარლამენტს. ამ საინფორმაციო შტურმში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი აქტორები. ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე. შესაბამისად, თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ამ დარბაზში არავის მოგცემთ. ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, არ მოგცემთ. ეს პროპაგანდა არავის გაგივათ, არც ქართველ და არც უცხოელ აქტორს, ქართულ კანონს, ქართულ პარლამენტს რუსული კანონი, რუსული პარლამენტი, რომ დაარქვათ და ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ, თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისგან რეპლიკები და შეძახილები მოჰყვა.

„გავრილოვი რომ დასვით, მაშინ არ იყო ზვიად გამსახურდიას დარბაზი? თქვენ ხართ ხელისუფლება, ვინც პარტნიორებს ეძახის რუსებს“,- აღნიშნეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ