ირაკლი კობახიძე - ნდობა დაიკარგა, შესაბამისად, მთავრობისთვის მიუღებელია პრეზიდენტს მიანდოს ისეთი რამ, რაზეც თვითონ არის ექსკლუზიურად პასუხისმგებელი - ჩვენი გადმოსახედიდან, ის აღარ არის პრეზიდენტობის ღირსი

თანხმობის გარეშე გამართული შეხვედრის შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციას სანქციები უნდა დაუწესოს - ეს განცხადება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ დაუპირისპირდა. ვვარაუდობთ, რომ პრეზიდენტმა არათუ სათანადო ზომები არ მიიღო ასეთი განცხადების პრევენციისთვის, არამედ პირიქით, წაახალისა კიდევ ასეთი განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მთავრობის გადასაწყვეტია, რა შინაარსით ექნება მას უცხოელ პარტნიორებთან საუბარი, რადგან პასუხისმგებელი სწორედ მთავრობაა ყველა საკითხთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე ბუნდოვანი და ორაზროვანი განცხადებები აქვს გაკეთებული და დღემდე უცნობია, ის სანქციების დაწესების მომხრეა თუ არა.

„ვიზიტი როცა შედგა ლატვიაში, შეხვედრის შემდეგ ლატვიის პრეზიდენტის მხრიდან განცხადება გაკეთდა, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია, წელიწად-ნახევარია არ გაკეთებულა უცხოელი პარტნიორების მხრიდან. რატომ არ გაკეთდა ასეთი განცხადებები მაგალითად, მაშინ შემდეგ, რაც პრემიერი შეხვდა რომელიღაცა თანამდებობის პირს ევროპაში ან როცა პარლამენტის თავმჯდომარე ხვდებოდა ან კომიტეტის თავმჯდომარე? იმიტომ რომ სხვა რამეზე საუბრობდნენ ისინი. ლატვიის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომელიც მთავრობის პოზიციასაც ეწინააღმდეგება და უფრო მეტიც, რასაც არ ითხოვს არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ჩვენგან,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავრობისა და პრეზიდენტის პოზიციები არ დაემთხვა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხზეც და სალომე ზურაბიშვილმა კანონმდებლობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია.

„ეს უმძიმესი აქტია ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში. დემარშია, როდესაც ხდება ელჩის გაწვევა. მთავრობას ჰქონდა პოზიცია, რომ ეს იყო მიუღებელი. მთავრობის პოზიციის მიხედვით, ამას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, მითუმეტეს, გახსოვთ, რის გამო გაიწვია უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი. ეს იყო მოხალისეების არგაგზავნა უკრაინაში, რაც უმძიმეს შედეგებს მოიტანდა ჩვენი ქვეყნისთვის და სანქციების არ დაწესება. ამის შემდეგ რას აკეთებს პრეზიდენტი? სხვათა შორის, იქაც დაარღვია კანონმდებლობა. ზუსტად ელჩის გაწვევის შემდეგ, მას შეჰყავს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ისე რომ არ ათანხმებს, არ ეკითხება პარლამენტის თავმჯდომარეს. უმძიმესი სხვადასხვაობა იყო პოზიციებს შორის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარი კრიტერიუმი, როდესაც მთავრობა პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, ნდობაა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ღირსი აღარ არის და საკონსტიტუციო სასამართლოსგან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას ითხოვს.

„მთავარი კრიტერიუმი, როდესაც მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს, არის ნდობა. მე თუ მინდა, რომ ჩემი კომპეტენციის წილი სხვას ვუზიარო, მას უნდა ვენდობოდე. როდესაც 26 მაისს პრეზიდენტი გამოვიდა და მთავრობის საქმიანობის გამო, ბოდიში მოუხადა აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც შეიძლება ნდობას უკავშირდებოდეს. საერთოდ ნდობა დაიკარგა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთავრობისთვის მიუღებელია მას მიანდოს ისეთი რამ, რაზეც თვითონ არის ექსკლუზიურად პასუხისმგებელი.

როდესაც იმპიჩმენტის პროცედურას აღძრავ, შენ მიგაჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი აღარ არის მისი თანამდებობის ღირსი. იმიტომ მოგმართეთ თქვენ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან, ის აღარ არის პრეზიდენტობის ღირსი. თქვენგან ვითხოვთ ფაქტის დადასტურებას, კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას, რასაც შემდეგ უნდა მოჰყვეს კონსტიტუციის მიხედვით შედეგი,“ - განაცხადა კობახიძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024