ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია - საბედნიეროდ, ქვეყნის დაქცევის ბერკეტი არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ რაც აქვს, იმასაც იყენებს საბოტაჟისთვის

სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია - საბედნიეროდ, ქვეყნის დაქცევის ბერკეტი არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ რაც აქვს იმასაც იყენებს საბოტაჟისთვის და ესეც არ ეყო, კონსტიტუცია დაარღვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი და მთავრობა სათანადო პოზიციებზე დგანან, იმისათვის, რომ პრეზიდენტს საბოტაჟის წარმატებით განხორციელების საშუალება არ მისცენ.

„5 წელი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია. რა თქმა უნდა, პრობლემებს უქმნიდა თავისი საბოტაჟით ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც ის 2021 წლიდან მოყოლებული აწარმოებდა, მაგრამ მას არ აქვს ქვეყნის დაქცევის რესურსი,“ - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს - კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლობას არგუმენტები არ აქვს.

„ჩვენგან არის არგუმენტები, იქიდან არის აბსოლუტურად ნული არგუმენტი. ერთი-ორი მცდელობა იყო, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავსულიყავით, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის წარმომადგენლობას ამის საშუალებას არ მივცემთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა სასამართლო პროცესზე დისკუსია აბსოლუტურად სწორად წარმართეს.

„რა იყო კრიტიკული და მწვავე? მოსამართლეები აბსოლუტურად სწორად წარმართავდნენ დისკუსიას, რომელიც გაიმართა. ეს არის მოსამართლის ფუნქცია, რომ ყველა შესაძლო საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვას. ამას მოსამართლეები ძალიან კომპეტენტურად, სწორად და ლოგიკურად აკეთებდნენ,“ - აღნიშნა მან.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024