ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუცუიო სასამართლოს ორდღიან სხდომებზე შთაბეჭდილელების გასაზიარებლად ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, ორი დღეა ვადევნებთ თვალს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებს.

ამ თემაზე ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ, მაგრამ, გვინდა თქვენ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები...

- საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი პროცესი და ნაწილობრივ დღევანდელიც, რასაც მივადევნე თვალი, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის პოლიტიკური რინგი, სადაც ჭარბად არის წარმოდგენილი წმინდა სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი აპოლიტიკური დოკუმენტის ესა თუ ის დებულება პარტიულ ჭრილში.

ანუ, როგორ ხედავენ და მათ როგორ უნდათ იყოს ჩაწერილი და შინაარსი ჰქონდეს კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმას და არა იმას, რომ გათავისუფლდნენ პარტიული ჩარჩოებისგან და სახელმწიფოებრივად შეხედონ და წარმოიდგინონ თუ როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია და რას არეგულირებს კონსტიტუცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი პროცესი და ნაწილობრივ დღევანდელიც, რასაც მივადევნე თვალი, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის პოლიტიკური რინგი, სადაც ჭარბად არის წარმოდგენილი წმინდა სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი აპოლიტიკური დოკუმენტის ესა თუ ის დებულება პარტიულ ჭრილში

კონსტიტუცია პარტიის წესდება არ არის. თავის დროზე, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი მიდიოდა, მაშინ ამ დოკუმენტს პარტიის წესდება ვუწოდე.

შეგახსენებთ, რომ ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირება, მაშინაც და ახლაც ვხედავთ თუ რატომ ჩაიწერა მაშინ კონსტიტუციის ზოგიერთი ნორმა. ჩვენ გვქონდა გამოცდილება, როცა ასოცირების შეთანხმებაზე ვკინკლაობდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

2014 წელს დაწყებული პარტიული ამბავი მოჰყვება ამ ყველაფერს. რატომ? რეალურად, ვერ შეძლო მმართველმა პოლიტიკურმა პატიამ საკუთარი სუბიექტური პარტიული ინტერესების მიღმა წარმოედგენა სახელმწიფოებრივი სახითხები და ეს არის ძალიან ცუდი.

- სასამართლოზე მხარეების არგუმენტებზე მინდა გკითხოთ. მმართველი გუნდის წევრები თვლიან, რომ პრეზიდენტს პროცესზე სუსტი ადვოკატები ჰყავდა. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები კი თვლიან, რომ პირიქით იყო.

იურისტი არც მე ვარ და არც საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც ადევნებდა თვალს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, მაგრამ, ის არგუმენტები, რაც დაცვის მხარემ პროცესზე წარმოადგინა, არ გამოიყურებოდა ლოგიკასა და არგუმენტებს ისე მოკლებულად, რომ მასზე მმართველი გუნდის წევრებს ქილიკი დაეწყოთ.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის არგუმენტებს, ბევრი რამ მართლაც ბუნდოვნად ჩანდა, რადგან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი დებულება გაჟღერდა კონსტიტუციაში სადავო საკითხზე ჩანაწერებთან დაკავშირებით.

თქვენ როგორ შეაფასებდით მხარეების არგუმენტებს?

- მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები გუშინაც და დღესაც პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით აკეთებდნენ კომენტარებს, რომ პრეზიდენტს სუსტი ადვოკატები ჰყავდა და მათ სუსტი პოზიციები ჰქონდათ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ მარგველაშვილის დროსაც ათამაშებდა მმართველი გუნდი კუნთებს, მაგრამ, მაშინ მას ვერაფერიც ვერ დააკლეს. დარმუნებული ვარ ეს ყველაფერი ვერც სალომე ზურაბიშვილთან გამოვა.

არა იმიტომ რომ, ვინმე მომწონს იგი, ან არა. მმართველი გუნდის ქმედება სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არ არის სწორი ქმედება, რადგან მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს ესხმის თავს, რომ დაუქვემდებაროს საკუთარ პოლიტიკურ თუ სუბიექტურ შეხედულებებს და პრეზიდენტი პრაქტიკულად მონად აქციოს.

მმართველი გუნდის ქმედება სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არ არის სწორი ქმედება, რადგან მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს ესხმის თავს, რომ დაუქვემდებაროს საკუთარ პოლიტიკურ თუ სუბიექტურ შეხედულებებს და პრეზიდენტი პრაქტიკულად მონად აქციოს

სახელმწიფო მეთაური არც ერთ ქვეყანაში არ არის დროშა. მას აქვს კონკრეტული ფუნქციები, სტატუსიდან გამომდინარე უფლებამოსილებები. არც მგონია, რომ იგივე სალომე ზურაბიშვილს სადმე ეთქვას, ან მის წარმომადგენლებს ეჭქვეშ დაეყენებინოთ, რომ მისი უფლებამოსილებები შეზღუდულია.

გუშინდელ კომენტარებს რომ დავუკვირდეთ, მმართველი გუნდის პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის ადვოკატები სუსტები იყვნენ. მათ ანალოგიური ხაზი ჰქონდათ სხდომათა დარბაზშიც, მაგრამ, ვინც პოლიტიკის მიღმა დგას, მსჯელობს და წარმოადგენს წონად არგუმენტებს, მათი პოზიცია ყოველგვარი პარტიული მიკერძოებისა და ჩარჩოების გარეშეა წარმოდგენილი. ამას უნდა მიაქციოს ყურადღება ყველამ, ვინც ამ პროცესს ადევნებს თვალს.

ვინც პოლიტიკის მიღმა დგას, მსჯელობს და წარმოადგენს წონად არგუმენტებს, მათი პოზიცია ყოველგვარი პარტიული მიკერძოებისა და ჩარჩოების გარეშეა წარმოდგენილი. ამას უნდა მიაქციოს ყურადღება ყველამ, ვინც ამ პროცესს ადევნებს თვალს

ერთ მხარეს არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ბუნებრივად არიან მიკერძოებულები, სუბიექტურები, რადგან პარტიის წევრები არიან, პარტიას თავისი იდეოლოგია, იდეოლოგიური ხაზი და ასე შემდეგ აქვს. კონსტიტუციის საკითხების მიმართ აპოლიტიკური და პარტიული მიდგომა სხვადასხვა რამაა. კონსტიტუცია პოლიტიკის მიღმა უნდა წარმოვიდგინოთ. ამას ვურჩევ ყველას.

მესმის პარტიული მხარდაჭერა, მხარდამჭერების გუშემატკივრობა, მაგრამ, როცა კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმაზე ვსაუბრობთ, ამ თემებზე მსჯელობა პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს.

ჩვენი კონსტუტუციის ზოგიერთი ნორმა თავად ტოვებს ადგილს ამა თუ იმ ნორმის სივრცეს სხვადასხვა ინტერპრეტაციისთვის, ან ჩარჩოებს უწესებს. შეგახსენებთ, რაც რეზუმირება იქნება ჩემი პოზიციისა - ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოშიც, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს აყალიბებს პარლამენტი, როგორც პოლიტიკური ორგანო, ხოლო ახორციელოებს მის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა.

ამას არც პრეზიდენტის წარმომადგენელი და არც არავინ არ უარყოფს. მაგრამ, საქართველოს კონსტიტუციის უნიკალურობა იმაშია, რომ საქართველოს კონსტიტუციამ პარლამენტიც და მთავრობაც შეზღუდა საგარეო პოლიტიკის წარმოების მიმართულებაში.

მაგალითად, ხვალ, ზეგ, ან ოდესმე შესაძლებელია პარლამენტში უმრავლესობა და არა კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც იტყვის, რომ ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ვექტორი არის შავი ზღვის რეგიონის ორგანიზაციის „ბისეკის“ დატოვება. თუ პარლამენტმა თქვა, მთავრობა განახორციელებს და ეს კონსტუტუციური იქნება.

მაგრამ, ნახეთ კონსტიტუციამ რისი უფლება არ მისცა არც დღეს და არც ხვალ არც ერთ პოლიტიკოს და არც „ქართულ ოცნებას“. ვერც ერთი პოლიტიკური პარტია როგორი უმრავლესობითაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და დააკომპლექტოს მთავრობა, ვერ შეცვლის კონსტიტუციის ჩანაწერს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამ საკითხზე საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსია და პოლიტიკოსები ვერ იდავებენ.

ვერც ერთი პოლიტიკური პარტია როგორი უმრავლესობითაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და დააკომპლექტოს მთავრობა, ვერ შეცვლის კონსტიტუციის ჩანაწერს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამ საკითხზე საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსია და პოლიტიკოსები ვერ იდავებენ

ეს რას ნიშნავს? კონსტიტუციამ თავად შეუზღუდა პარლამენტსა და მთავრობას უფლებამოსილებები. თუკი კონსტიტუციამ პარლამენტს და მთავრობას რაიმე უფლებამოსილება არ მიანიჭა, შეიძლება მას თანხმობის გაცემის უფლება ჰქონდეს? რა ევროკავშირი და ნატო საგარეო პოლიტიკური საკითხი არ არის?

კონსტიტუცია რომ ამბობს პარლამენტს შეუძლია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაო. იტალიის, ან ესპანეთის, ანუ საპარლამენტო მმართველობის ქვეყნების კონსტიტუცია ჩვენი კონსტიტუციიდან ბევრად არ განსხვავდება. ამ ქვეყნის პრეზიდენტებს უფლებამოსილებები შეზღუდული აქვს, ამიტომაა გაუგებარი რაზე დაობს ან პარლამენტი, ამ მთავრობა?

სხვათა შორის, უნდა დავაზუსტო, რომ მთავრობას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არც მიუმართავს.

- პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო 15 ოქტომბრამდე მიიღებს.

გასაგებია, რომ ამ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება ძნელია. იმის გათვალისწინებით, რაც პროცესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ვნახეთ, თქვენი სავარაუდო პროგნოზი როგორია?

- რაც გუშინ აშკარად ჩანდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ღირსეულად და პოლიტიკურად ნეიტრალურად ვერ წარუძღვა ამ პრეცედენტულ საქმეს. მოგეხსენებათ, საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი აქამდე არ განხილულა.

სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ისე იქცეოდა, როგორც იქცეოდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ არა თუ გამოხატავდა წინასწარ პოზიციას, არაეთიკური გამოთქმებიც იხმარა მისი კოლეგების მიმართ. პრეზიდენტის სასამართლოში გამოუცხადებლობაზე სასამართლოს თავმჯდომარემ ტურავამ თქვა - „თუ პრეზიდენტი სასამართლოში გამოცხადდებოდა, მას ნაკლები ლანძღვა-გინება ექნებოდაო.“

ასეთი ქცევის გამო მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს სირცხვილია. მერაბ ტურავა არის იმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომლის ისტორიაში არსებობს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ ხელი არ მოაწერა ავადმყოფობის გამო. შეგახსენებთ, რომ მან ავადმყოფობა მოიგონა, სავადმყოფოში დაწვა, რომ ხელი არ მოეწერა საკონსტიტუციო გადაწყვეტილებისთვის.

ამიტომ, მისი პროფესიული სინდისი არ იმსახურებს ჩემს მაღალ შეფასებას.

- მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო, აქტიურად განიხილება თემა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებიდან ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და ვინ არა.

სავარაუდოდ, როგორ გადანაწილდება ამ თვალსაზრსით ძალები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს შორის?

- დღევანდელ სხდომას შეძლებისდაგვარად მივადევნებ თვალს. გუშინდელი სხდომის კითხვებიდან ჩანს, რომ სასამართლოს წევრებს არ აქვთ განსახილველი საკითხისადმი მმართველი გუნდის სასარგებლოდ ერთგვაროვანი პოზიცია.

თუ უხეში არითმეტკით ვიმსჯელებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სასამართლოს „პირველი ტაიმი“, დაახლოებით ნახევარი ნახევარზე შეიძლება განისაზღვროს. ნახევარი ნახევარზე მმართველი გუნდის სასარგებლო არ არის. სახელისუფლო გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას სასამართლოს 5 წევრის ხმა სჭირდება.

დღევანდელი დღე და შემდგომი პროცესები გამოავლენს როგორ განვითარდება მოვლენები. ტურავას გარდა, მმართველი გუნდისადმი ლოიალურად განწყობილი მინიმუმ სამი მოსამართლე კიდევაა. ვგულისხმობ პირდაპირი აფილიაციის მქონე მანანა კობახიძეს, ვასილ როინიშვილს, რომელიც სასამართლოს არაფორმალურ მმართველთა წარმომადგენელია და ასე შემდეგ.

- თუ საკონსტუტუციაო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ, ეს როგორ აისახება ქვეყნის ევროპულ მომავალზე?

- პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილებას მნიშვნელობა რომ ექნება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, ევროკომისმა ბორელმა თბილისში ვიზიტისას გვითხრა. თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილებას მნიშვნელობა რომ ექნება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, ევროკომისმა ბორელმა თბილისში ვიზიტისას გვითხრა

საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევაც რომ მიიღოს მმართველი გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდება. ეს მმარველმა ძალამ იცის.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილება ევროპისთვის იქნება თვითლუსტრაცია იმის, რომ ხელისუფლებისთვის ევროპული დემოკრატია ღირებულებას არ წარმოადგენს და ამის გამო ჩაერია საკონსტიტუციო სასამათლოს საქმიანობაში, რომ მისი ვიწროპარტიული ინტერესი დაიკმაყოფილოს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო