თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი არც ერთ შეხვედრაზე არ საუბრობს 12 პუნქტთან დაკავშირებით - სამივე ვიზიტზე მან იხელმძღვანელა იმ სასაუბრო თემების ჩამონათვალით, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს შედგენილი

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში იმ ვიზიტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, რომელთა გამართვის თაობაზეც მას მთავრობისგან ნებართვა არ ჰქონია.

როგორც ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე საუბრისას იხელმძღვანელა იმ სასაუბრო თემების ჩარჩოთი, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს შედგენილი.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრებისას სალომე ზურაბიშვილს ევრორეკომენდაციების შესრულების თაობაზე არ უსაუბრია, რაზეც მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შემდეგი რეპლიკით მიმართა: „იქ არ უთქვამს, რომ მთავრობა ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს?“. კობახიძემ ჩუგოშვილის გამოსვლასთან მიმართებით თქვა, რომ „ეს არასერიოზულია“.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ევროპაში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა ორ თემაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.

„შეხვედრა გერმანიაში 2023 წლის 31 აგვისტოს, პრეზიდენტის სასახლეში - ამ შემთხვევაში მას არ დახვედრია საქართველოს ელჩი. შეხვედრა გრძელდებოდა 40-დან 60 წუთის განმავლობაში. გერმანიის პრეზიდენტისთვისაც ცნობილი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი მარტო ჩადიოდა, გერმანიის პრეზიდენტმა ის მიიღო სათანადო პატივით და პროტოკოლის წესის სრული დაცვით. რაც შეეხება შეხვედრის შინაარს, როდესაც პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან, ამინდზე ხომ არ ისაუბრებენ, უნდა ისაუბრონ საკუთარ ქვეყნებზე, ეს ხომ ლოგიკურია? უნდა ისაუბრონ მათი ქვეყნის ინტერესებზე. პრეზიდენტი სამივე შემთხვევაში, მათ შორის გერმანიაში, საუბრობდა იმ სასაუბროებიდან გამომდინარე, რომელიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული. ევროინტეგრაციის თემატიკაზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან აქვს პრეზიდენტს სასაუბრო, თუ მისი განახლება ხდება, საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ უწყებები ინფორმირებულები იყვნენ განახლებული „მესიჯების“ შესახებ. ეს სასაუბროები არის ის, რასაც პრეზიდენტი თითოეული შეხვედრის დროს იყენებს. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც საუბრობს, არის იმ ხაზის ფარგლებში, არც აღმასრულებელ ხელისუფლების მხრიდან არის განსაზღვრული, როგორც გზავნილი.

არცერთ მსგავს შეხვედრაზე, არასდროს პრეზიდენტი არ საუბრობს ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით. ეს 12 პუნქტი თავისი არსით მნიშვნელოვანია, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის ასეთი დეტალების განხილვა არ ხდება. ეს არაა პრაქტიკა.

ისაუბრეს ორ თემაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობა - რატომ არის ეს ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ იმსახურებს ქვეყანა ამას, განსაკუთრებით ქართველი ხალხის გამოხატული ნების თაობაზე. მეორე საკითხი კი, რაზეც ისაუბრეს, ეს არის გეოპოლიტიკური გამოწვევები და ის გეოპოლიტიკური გამოწვევები, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. 40-წუთიანი შეხვედრა ფიზიკურად არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან ბევრი თემა იყოს განხილული. რაც შეეხება პარლამენტის პოზიციას, პარლამენტს საერთოდ არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაზეც იყო საუბარი და არც ელჩი გაუგზავნია”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო