დავით გაბაიძე ნიკოლას სენდროვიჩს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ნიკოლას სენდროვიჩს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და მჭიდრო, მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ამ პროცესებში რეგიონების როლსა და ჩართულობაზე, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებაზე.

ნიკოლას სენდროვიჩი, ბათუმში, ევროკავშირის რეგიონული ინიციატივის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ღონისძიების ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო