ანრი ოხანაშვილი - პრეცედენტი მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, როცა პრეზიდენტის წარმომადგენლები სხდომის დარბაზიდან გაიქცნენ

დღეს, ალბათ, პირველი პრეცედენტი მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, როცა პრეზიდენტის წარმომადგენლები სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაიქცნენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიმართ საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, პრეზიდენტის წარმომადგენლებს ხვალ ყველა კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

„აბსურდამდე მიდის მათი მსჯელობა, მსჯელობა და არა ლოგიკა და არგუმენტი. დღეს, ალბათ, პირველი პრეცედენტი მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, როცა პრეზიდენტის წარმომადგენლები სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაიქცნენ, თქვენ ნახეთ, ვერ გაუძლეს მარტივ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. აბსურდია ზუსტად მათი უსუსური მსჯელობა, რომ კონკრეტული საკითხები დააკნინონ, ყველაფერზე იმსჯელეს და დაიყვანეს ეს საკითხი, თითქოს, ეს საკითხი ტელეფონით კომუნიკაციამდე დადის, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არგუმენტები არ აქვთ, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი რომ ჩადის სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნის მეთაურს ხვდება, ეს ოფიციალური ვიზიტი იყო თუ არა, თქვენ წარმოიდგინეთ, დრო დასჭირდათ, მოეფიქრებინათ რა უნდა ეპასუხათ. ბოლოს, იმდენად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გაიქცნენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან. თუმცა, ვერ ასცდებიან ამ პასუხისმგებლობას რაც მათ აქვთ, ხვალ მოუწევთ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ან მარტივად უნდა თქვან, რომ მათ პასუხი არ აქვთ, ესეც გამოჩნდება და რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო