ხათუნა სამნიძე - არ მჯერა, თითქოს ხმები უკვე არსებობს, მოილაპარაკეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბოლომდე მივა - ვისურვებდი სრული შემადგენლობით იყოს ოპოზიცია დარბაზში და გამოჩნდეს, რამდენია წინააღმდეგი

პროცესი არის საპრეზიდენტო ინსტიტუტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვას და იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა.

ხათუნა სამნიძის თქმით, პარლამენტში საკითხის განხილვისას მისი სურვილია, ოპოზიცია სრული შემადგენლობით მივიდეს პარლამენტის სხდომაზე და დაფიქსირდეს, რამდენი ოპოზიციონერია წინააღმდეგი.

„ეს არის პროცესი „ქართლი ოცნების“ მხრიდან, რომ საზოგადოებას აჩვენოს, როგორ დასჯის ნებისმიერ ფიგურას და როგორ დაიქვემდებარებს ინსტიტუტს, სადაც შეიძლება იყოს თავისუფლების კუნძული ან დამოუკიდებლობის შესაძლებლობა. ეს [იმპიჩმენტის პროცესი] ამის დემონსტრირებაა.

მე მინდ ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ არ ვხედავ ხმების რაოდენობას ოპოზიციაში, არ ვიზიარებ გავრცელებულ დამოკიდებულებას, რომ ხმები უკვე არსებობს, მოილაპარაკეს და იმპიჩმენტი აუცილებლად მივა ბოლომდე, ამის არ მჯერა. არც იმას ვაპირებ, არ შევიდე სხდომაზე. ვაპირებ შევიდე სხდომაზე და ვისურვებდი, რომ სრული შემადგენლობით იყოს ოპოზიცია დარბაზში და ტაბლოზე გამოჩნდეს, რამდენი ოპოზიციონერია იმპიჩმენტის წინააღმდეგი. კარგი იქნებოდა, ეს საზოგადოებას ენახა. ჩემი აზრით, სხდომაზე უნდა ვიყოთ, ვისაც არ გვეშინია, რომ შეგვეშლება მწვანე და წითელი და ხმა მივცეთ წინააღმდეგ. ეს უნდა დაინახოს საზოგადოებამ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ხათუნა სამნიძის თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის სასამართლო პროცესზე გამოცხადება და სხდომაზე მისი სიტყვა, ამ თემას უფრო გასაგებს და აქტუალურს გახდიდა.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოებასთან მეტი კონტაქტი, თუნდაც სასამართლო სხდომაზე მისი სიტყვა, ამ თემას უფრო გასაგებსა და უფრო აქტუალურს გახდიდა საზოგადოებისთვის. ჩვენ გვჭირდება საზოგადოებაში დამოკიდებულების დანახვა. „ქართლი ოცნება“ საზოგადოებას მუდამ ტესტავს“, - დასძინა მან.

გარდა პრეზიდენტის გარშემო განვითარებული მოვლენებისა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ისაუბრა საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ეშინია.

„ აქციების დროს კონსტრუქციების აკრძალვის მუხლი - „ქართულ ოცნება“ სწორედ იმიტომ აკეთებს ასეთი ტიპის აკრძალვებს, რომ ძალიან ეშინია ხალხის. ის ტესტავს, რა რეაქცია იქნება საზოგადოებაში. საზოგადოების რეაქციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ძალიან ხშირად სწორ პროგნოზებს აკეთებს, მაგრამ რამდენჯერმე შეცდა. რეაქციაა ხოლმე ისეთი, რომელსაც ვერ თვლის, როცა საკითხი ეხება რუსეთისკენ სვლას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ