ანრი ოხანაშვილსა და ირაკლი კობახიძესთან მაია კოპალეიშვილის კამათის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მათ დისკუსიის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან პროცესს „საზოგადოება უყურებს და ჰგონია, რომ სხდომაზე ცირკი და სანახაობაა“

არ გინდათ ეს დისკუსიები, ამას მთელი საზოგადოება უყურებს და ჰგონია, რომ აქ ცირკი და სანახაობაა, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას სხდომის მონაწილეებს პლენუმის თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

ტურავამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც წარდგინების ერთ-ერთი ავტორის, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის კითხვას სხდომის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

კერძოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოხანაშვილმა ჰკითხა, მიმდინარე საქმეში ისინი საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენენ, თუ მისი უფლებამოსილების განმახორციელებლები არიან. მოგვიანებით პლენუმის თავმჯდომარემ აღნიშნული კითხვა განხილვიდან მოხსნა, თუმცა მანამდე სხდომის მონაწილეებმა საკითხზე იდავეს.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა ოხანაშვილს უთხრა, რომ “მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან”.

“უფლებამოსილების წარმომადგენლობას ამოწმებს პატივცემული სასამართლო. როდესაც წარმომადგენლობის უფლებამოსილების განსაზღვრა ხდებოდა, მაშინ უნდა გეზრუნათ ამ საკითხზე. მაშინ მდუმარედ იყავით, ამიტომ ახლა ამ საკითხზე პასუხს არ გცემთ. დადგენილი ფაქტია, სამართლებრივად და ფაქტობრივად, დღეს ვის წარმოვადგენთ. გადადით შემდეგ კითხვაზე”, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არაა ვალდებული, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოკვლევას დაუბრუნდეს, რაზეც ოხანაშვილმა უთხრა, რომ „დოკუმენტის ვალიდურობას არ ასაჩივრებს“.

„საკონსტიტუციო სასამართლოში რომ მობრძანდებოდით, ბატონი ანრი, სამართალწარმოების წესებში უნდა ჩაგეხედათ. ბატონი ანრი ამ ყველაფერს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა კოპალეიშვილმა, რაზეც პლენუმის თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ მიუთითა, რომ კორექტული არაა.

კოპალეიშვილის შეფასებით, ის, რასაც ოხანაშვილი საუბრობს, სიტყვათა თამაშია, რაზეც კითხვის ავტორმა უთხრა, რომ ეს ასე არ არის.

„ანუ არ წარმოადგენთ საქართველოს პრეზიდენტს, ხართ წარმომადგენელი. სიტყვათა თამაში კი არაა, გეკითხებით, წარმომადგენელი ხართ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს არ წარმოადგენთ?“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეპლიკით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც, რომლის მისამართითაც მაია კოპალეიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „თქვენ იმპიჩმენტის პროცედურით, ბატონო ირაკლი, სახელმწიფოს ინტერესებს ეთამაშებით, ვის თამაშზე საუბრობთ?“.

კობახიძემ კი მას შემდეგნაირად უპასუხა: „როცა დაბრუნდებით ხელისუფლებაში, მაშინ ისაუბრეთ პოლიტიკურ თემებზე“.

მას მაია კოპალეიშვილმა უთხრა, რომ თანამდებობებზე საკმარისად იყო და „არსად დაბრუნებას არ აპირებს“.

„ვიცით, ვიცით, არც დაგაბრუნებთ არასდროს“, - მიმართა მას კობახიძემ.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი