„სტრატეგია აღმაშენებელი“ - „ქოცებს“ განსაკუთრებით ეშინიათ „სტრატეგია აღმაშენებლის“, ამიტომაც დაიწყეს პარლამენტში ჩვენი პარტიის წევრებზე სანქციების დაწესება

„ქოცებს“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განსაკუთრებით ეშინიათ, ამიტომაც დაიწყეს ჩვენი პარტიის წევრებზე სანქციების დაწესება პარლამენტში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ.

მათივე ცნობით, ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები და აპარატის თანამშრომლები მიზანმიმართული თავდასხმების მსხვერპლნი არიან, რაც მათი მხრიდან ხელისუფლების რეალური სახის მხილებითაა განპირობებული.

პარტიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ არაერთი მცდელობისა, ისინი ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ.

„შემთხვევითი არ არის, რომ „ქოცებს“ განსაკუთრებით ეშინია „სტრატეგია აღმაშენებლის“ რადგან დღეს ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია ვართ. ის, ვინც ყოველდღიურად ვამხელთ „ქართული ოცნების“ მავნებლობებს, რეალური ქმედებებით ვეწინააღმდეგებით მათ და ვქმნით რეალურ ალტერნატიულ ძალას. სწორედ ამ მიზეზით უკრძალავენ სერგო ჩიხლაძეს ჟურნალისტებთან ურთიერთობას და ტრიბუნასთან დგომას. სწორედ ამ მიზეზით დაიწყეს ლაშა დიაროვსა და გიორგი ხაბურზანიას მიმართ დისციპლინური წარმოება. სწორედ ამ მიზეზით გაუუქმეს ცესკო-ს წევრს, ანა კობახიძეს პარლამენტის საშვი.

წარმოიდგინეთ, მაშინ, როდესაც ამერიკაში, კონგრესის შენობაში შესვლა უსაშვოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ხდება, აქ „ქართული ოცნება“ ისეთ რეგულაციებს აწესებს, რომ ხანდახან დეპუტატებსაც კი გვიჭირს პარლამენტის შენობაში შემოსვლა.

„ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცოდეს, რომ რამდენიც არ უნდა ეცადონ, ვერ გაგვაჩერებენ, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ვამხილოთ და შევაჩეროთ მათი მიზანმიმართული მავნებლობები ქვეყნის წინააღმდეგ. ამასთან, ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს ისიც, რომ რაც არ უნდა რკინის ბარიერი აღმართოს მასსა და ხალხს შორის „ქართული ოცნების“ დამარცხება იქნება გარდაუვალი, რადგან ქართველი ხალხი ამ ქვეყნის გარუსებს არ დაუშვებს,” - ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო