ირაკლი კობახიძე - როცა პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი გვარამიასა და ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ პოლიტიკურ ალიანსზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის

როდესაც სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ადეიშვილის კადრი, გვარამიას ყოფილი მოადგილე, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ პოლიტიკურ ალიანსზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ყოფილ მოსამართლე მაია კოპალეიშვილზე განაცხადა, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო საკითხზე, პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადა, მაია კოპალეიშვილი წარსულში „კლანს“ წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოში.

„არ ვიცი, მისი მხრიდან გრძელდებოდა ერთგვარი ბულინგის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და მე მომიწია იმის შეხსენება, რომ ეს არ არის ადეიშვილის სასამართლო, სადაც ის და მისი პარტია თავისუფლად გრძნობდნენ თავს. ასევე მე გავიხსენე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, როდესაც მაშინდელი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, მაინც და მაინც, ერთი და იგივე კოლეგიას აწერდა პოლიტიკურად სენსიტიურ ყველა საქმეს და წინასწარ იცოდა, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა შესაბამისი კოლეგია და პროგნოზი მართლდებოდა. მაშინ კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში და მე გავიხსენე, რომ ქალბატონი მაიაც სხვა მოსამართლეებთან ერთად და ესენი არიან: ვარძელაშვილი, ერემაძე, პაპუაშვილი, კოპალეიშვილი, მთლიანობაში წარმოადგენდნენ კლანს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამის გახსენება მომიწია იქიდან გამომდინარე, რომ ის ცდილობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უხეში ტერმინოლოგიის გამოყენებას, თუმცა ნახეთ, რომ შემდეგ მოვახერხეთ სამართლებრივ ჩარჩოებში ყველაფრის დაბრუნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას