ირაკლი კობახიძე - როგორც კი ნდობა აღდგება, თუ სალომე ზურაბიშვილი ამას მოახერხებს, დაბრუნდება ის პრაქტიკა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა ორი წლის განმავლობაში

როგორც კი ნდობა აღდგება, თუ სალომე ზურაბიშვილი ამას მოახერხებს, დაბრუნდება ის პრაქტიკა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა ორი წლის განმავლობაში , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა ირაკლი კობახიძემ წარდგინების განხილვაზე მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის ვიზიტებზე უარის თქმის მოტივების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უარის პოლიტიკური დასაბუთება პრეზიდენტის მიმართ ნდობის დაკარგვაა.

„პოლიტიკური დასაბუთება ისაა, რომ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაიკარგა. ეს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა იცის. მან ასევე იცის, რომ როგორც კი ნდობა აღდგება, თუ ის ამას მოახერხებს, დაბრუნდება ის პრაქტიკა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს და სამი დღის განმავლობაში „ამ სიგიჟეზე საუბრობენ“.

„კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს. ამაზე ვდავობთ. წარმოიდგინეთ - შავით თეთრზე წერია, რომ მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, სამი დღე ამაზე გვიწევს საუბარი და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არის მიჯაჭვული ტელევიზიასთან. ამ სიგიჟეზე გვიწევს საუბარი, ტოტალურ სიგიჟეზე “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა