ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენელს - ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სამარცხვინო - სამარცხვინო ქალბატონია თქვენი პრეზიდენტი

მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სამარცხვინო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა ჰკითხა, რა გახდა იმპიჩმენტის საფუძველი, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მიზეზი კონსტიტუციის დარღვევაა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც რევოლუციურ პროცესებს გეგმავს, არიან ალიანსში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. თუ გავიხსენებთ მის სამარცხვინო განცხადებებს 26 მაისს, სხვა დროს, მის სამარცხვინო შეფასებებს. იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი იყო სამართლებრივი. თქვენ ხომ იკითხეთ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ რა პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სამარცხვინო. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არის კონსტიტუციის დარღვევა. სამარცხვინო ქალბატონია მეთქი თქვენი პრეზიდენტი “,-მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, მოქმედ პრემიერს და მოქმედ მინისტრებს აქვთ რწმენა, რომ მათ საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევიათ.

„თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ასე არ არის, მიმართეთ თქვენი ნდობით აღჭურვილ პირებს, დეპუტატებს პარლამენტში, აღძარით იმპიჩმენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში