ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ტყვე ხომ არ არისო, აქ ტყვეობაზე არ არის საუბარი, არც ისრაელის პრეზიდენტია ტყვე და არც სხვა ხელმძღვანელები, როდესაც თვითონ იტყვევებენ თავს, როცა ისეთ ვიზიტებს არ ახორციელებენ, რაც მთავრობის მხრიდან უნდა განხორციელდეს

პრეზიდენტს შეეშინდა არამიზნობრივად არ მიგვეჩნია მისი საბიუჯეტო ხარჯები და იმის არ შეეშინდა, რომ შეიძლება მისი ვიზიტები არაკონსტიტუციურად მიგვეჩნია , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, საკუთარ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საიმპიჩმენტო დავის განხილვა მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, პროცესზე სალომე ზურაბიშვილის დასწრება საჭირო იყო, რადგან, არ შეიძლება, პრეზიდენტი ერთ პოზიციას აფიქსირებდეს, მისი წარმომადგენლები კი - მეორეს.

„ბიუჯეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის წარმომადგენლებს რამდენჯერმე ჩავეკითხეთ. პრეზიდენტმა ბიუჯეტის თანხები არ გამოიყენა. თუ მას მიაჩნდა, რომ თანხმობა არ სჭირდებოდა და მისი ვიზიტი ლეგიტიმური იყო, რატომ არ გამოიყენა ბიუჯეტის თანხები. არადამაჯერებელი პასუხი მოვისმინეთ, არამიზნობრივად რომ არ მიგეჩნიათო, ჩავიწერე ეს კონკრეტული ფრაზა, ანუ პრეზიდენტს შეეშინდა, ჩვენ გაგვიფრთხილდა, შეეშინდა არამიზნობრივად არ მიგვეჩნია მისი საბიუჯეტო ხარჯები და იმის არ შეეშინდა, რომ ჩვენ შეიძლება არაკონსტიტუციურად მიგვეჩნია მისი ვიზიტები, ანუ მორალური ტვირთი მან ასე ვთქვათ, არ გაითვალისწინა და ბიუჯეტთან დაკავშირებით ეს შიშები გაუჩნდა. აქედან ხომ პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს, რომ პრეზიდენტის მიდგომის თანახმად, მას კვლავაც ესაჭიროებოდა თანხმობა შესაბამის ვიზიტებზე.

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც 4 დღის წინანდელია, ან 3-ის. გუშინწინ გავრცელდა ეს განცხადება, ან გუშინწინის წინ, რაც ადასტურებს იმას, რომ მინიმუმ გუშინწინ, პრეზიდენტს კვლავაც მიაჩნდა, რომ მისი ვიზიტები თანხმობას საჭიროებდა, ანუ მან გაცნობიერებულად განახორციელა ისეთი ვიზიტები, რაზეც თანხმობა სჭირდებოდა, მაგრამ თანხმობის გარეშე განახორციელა. კერძოდ, ბელგიის მეფეს მიმართა რატომაც, ქართულ ენაზე „ფეისბუქის“ საშუალებით, თუ როგორც იყო, მის „ფეისბუქის“ გვერდზეც არის და საიტზეც არის ეს მიმართვა. ის ასახელებს ორ მიზეზს, თუ რატომ არ ჩავიდა ბელგიის სამეფოში. ერთი, ეს პროცესი ახსენა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აქ ჩამოდიოდა - რა შუაში იყო, არ ვიცი. მთავარი მიზეზი რა ახსენა - მთავრობამ უარი მითხრა და ამიტომ არ ჩამოვედიო. აქ, პრეზიდენტის წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ თითქოს, პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა, მიაჩნდა, რომ თანხმობა აღარ სჭირდებოდა და ამის გამო დაიწყო სიარული. არაფერი არ მიაჩნდა, 3 დღის, პრეზიდენტმა იცოდა, რომ მას თანხმობა სჭირდებოდა და ეს პირდაპირ, ოფიციალურად, საკუთარ ვებგვერდზე დაწერა, როცა ქართულ ენაზე მიმართა ბელგიის მეფეს. ამიტომაც იყო საჭირო აქ პრეზიდენტის ყოფნა, არ შეიძლება პრეზიდენტი ერთს ამბობდეს და პრეზიდენტის წარმომადგენელი - მეორეს...

პირველ დღეს, აქ ნახსენები იყო, რომ პრეზიდენტი ტყვე ხომ არ არის, ყველაფერზე თანხმობა მიიღოს, თანხმობის გარეშე ვერ წავიდეს საზღვარგარეთო, რა თქმა უნდა, აქ ტყვეობაზე არ არის საუბარი, არც ისრაელის პრეზიდენტი არ არის ტყვე და არც სხვა საპარლამენტო მონარქიების თუ რესპუბლიკების ხელმძღვანელები არ არიან ტყვეები, როდესაც ისინი თვითონ იტყვევებენ თავს, როცა ისეთ ვიზიტებს არ ახორციელებენ, რომელიც მთავრობის მხრიდან უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო