ამბროლაურში დამსახურებულ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად მრავალი თაობის აღმზრდელ, დამსახურებულ პედაგოგებს, ნელი წერეთელს და იზო ჯოხაძეს შეხვდა, მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნელი წერეთელს და იზო ჯოხაძეს მინიჭებული აქვთ ამბროლაურის საპატიო მოქალაქის წოდება.

„მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. იუნესკოს თანახმად, ეს დღე გამოხატავს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პედაგოგს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! წინსვლას და წარმატებას გისურვებთ!’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს