ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს ქალაქ გრანადაში შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის − საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის პოზიტიური შესრულების დინამიკა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია;

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომელიც განმტკიცებულია ათასწლოვანი ისტორიული კავშირებითა და კულტურული სიახლოვით; განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რაც მოიაზრებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის ინტენსივობას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში