გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2023” აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, სახალხო დღესასწაული “გარდაბნობა 2023” აღინიშნა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები და ეთნიკური კერძების დეგუსტაცია.

პარალელურად მიმდინარეობდა ხალხური ანსამბლების მუსიკალური წარმოდგენა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ფოლკლორულმა ანსამბლმა "ბეთანიამ“ სიმღერა ,,მრავალჟამიერით“ გახსნა.

შეკრებილ საზოგადოებას გარდაბნობის სახალხო დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა ზურაბ ხაჩიძემ მიულოცა.

,,გარდაბნობის“ ფარგლებში ტრადიციულად დასახელდნენ 2023 წლის გარდაბნის საპატიო მოქალაქეები, რომელთაც სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა გიორგი შინჯიკაშვილმა და ნიკა კობახაძემ და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ გადასცეს.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ანდრია გველესიანმა და აფიკ ნოვრუზოვმა. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკის ფონზე ჯგუფმა Reggaeon-მა დაასრულა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას