გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებმა ფულადი ჯილდო მიიღეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებმა ფულადი ჯილდო მიიღეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წელს, სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა“ მეტად შთამბეჭდავი გახადა 2022-2023 სასწავლო წლის 85 ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის საზეიმო წარდგენამ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა წარჩინებულ ახალგაზრდებს სპეციალური სიგელები გადასცეს.

„ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას, თქვენ ხართ გარდაბნის მომავალი თაობა, თაობა რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებსა და პედაგოგებს, ქვეყანაში განათლებული მომავალი თაობის არსებობა სწორედ, რომ თქვენი ფასდაუდებელი შრომის შედეგია”, - განაცხადა დავით კარგარეთელმა.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტმა განათლების ხელშეწყობის მიზნით, წელს პირველად მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის განახორციელა „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“, რომელიც გულისხმობს სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას წელიწადში ორჯერ 500 ლარის ოდენობით.

წელსვე საფუძველი ჩაეყარა წარჩინებული მოსწავლეების წახალისების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად საჯარო სკოლების ოქროს მედალოსანი 400 ლარს, ხოლო ვერცხლის მედალოსანი 300 ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება