ტერაბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2023 ჩატარდა

ტერაბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალგაზრდებისა და მათი ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერას, შესაბამისი ცოდნის გაზიარებასა და ინოვაციური იდეების რეალიზების ხელშეწყობას აგრძელებს. სწორედ ამ მიმართულების ნაწილს წარმოადგენდა სოციალური მეწარმეობის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამის, Social Impact Award-ის პარტნიორობა, რომელიც საქართველოში Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით ჩატარდა.

პროგრამა ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის კუთხით საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. 2 თვის განმავლობაში, ჟიურის მიერ შერჩეული 6 გუნდი ინდივიდუალური მენტორების დახმარებით, პროექტებისა და სოციალური ბიზნესიდეების განვითარების გეგმაზე აქტიურად მუშაობდა. საბოლოოდ, მათ შორის 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან 2 ჟიურიმ დაასახელა, 1 გუნდი კი ხმის მიცემით, საზოგადოების რჩეული გახდა.

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა LitKid, ციფრული აგრონომი Cloudcrop და ონლაინაპლიკაცია Alioni. LitKid მშობლებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული საბავშვო წიგნების შესახებ რეკომენდაციებს სთავაზობს, Cloudcrop თვითსწავლებადი ხელოვნური ინტელექტით ფერმერისთვის სამოქმედო გეგმას აყალიბებს და ხელს უწყობს მინიმალური რესურსებით საუკეთესო ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის მოყვანას, Alioni კი წარმოადგენს რეგიონში პირველ ონლაინაპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს რეალურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ხის ნარჩენის გადამუშავებული მოცულობის, წარმოების პროცესისა თუ გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ და მის შესამცირებლად ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები საკუთარი იდეების განსახორციელებლად ფულად ჯილდოს მიიღებენ და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშიც გაემგზავრებიან.

„ისეთ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულობა, როგორიც Social Impact Award-ია, ჩვენთვის ძალიან საამაყოა. გვჯერა, რომ მასში მონაწილე თუ გამარჯვებული ახალგაზრდებისთვის პროექტი ღირებული გამოცდილება იქნება და სამომავლოდ განსაკუთრებულ როლს შეასრულებს მათი სოციალური ბიზნესსაქმიანობების განვითარებაში“, - აცხადებს ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერი ქეთა ვაშაყმაძე.

წელს სულ Social Impact Award-ში 70-მდე აპლიკანტი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ახალგაზრდებისთვის თბილისსა და რეგიონებში გაიმართა. მათი მიმდინარეობისას მონაწილეებმა იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე იმუშავეს.

„განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით, ამ კონცეფციას ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა გაეცნო და მათი ინტერესიც სოციალური მეწარმეობის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა“, - აღნიშნავს Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი ქეთი ებანოიძე.

Social Impact Award-ს Impact Hub Tbilisi 2017 წლიდან ახორციელებს. პროგრამაში გამარჯვებული პროექტები, როგორც წესი, აქტუალურ სოციალურ პრობლემებს ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებსაც წარმოაჩენს.

(R)

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს