USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო შეიმუშავა

USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საჯარო ინფორმაციის მიღების საკითხებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო შეიმუშავა.

საია-ს იურისტის, ტატა ჭანკვეტაძის თქმით, მედიის წარმომადგენლები ხშირად აწყდებიან სირთულეებს საჯარო ინფორმაციის მიღება-გამოთხოვის პროცესში და საჭიროებენ სამართლებრივ დახმარებას. მისივე განცხადებით, ჟურნალისტებს არ მიეწოდებათ მოთხოვნილი მონაცემები, ან მიეწოდებათ არასრული სახით და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევით და ინფორმაციის გამოთხოვა - მიღების პროცესში მედია სამართლებრივ დახმარებას საჭიროებს. როგორც ის აღნიშნავს, საჯარო დაწესებულებების ამგვარი მიდგომა ხელს უშლის ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს დაუბრკოლებლად საქმიანობაში.

„გზამკვლევში მითითებული საკითხები დაეხმარება ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა - მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა იცოდნენ განეკუთვნება თუ არა მათთვის საინტერესო მასალა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას. როგორ, რა ფორმით და რა ვადაში შეუძლიათ მოითხოვონ და მიიღონ ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გამოიყენონ გასაჩივრების ალტერნატიული მექანიზმები. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა დოკუმენტი, რომელიც მაქსიმალურად სრულყოფილად ასახავდა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხებს და ჟურნალისტების მასზე წვდომას უფრო ეფექტურს გახდიდა “, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ტატა ჭანკვეტაძე.

„მედია ორგანიზაციების წვდომა საჯარო ინფორმაციაზე მკვეთრად ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს და სრულყოფს ჟურნალისტურ პროდუქტს“, - აღნიშნავს USAID მედია პროგრამის მრჩეველი მედიის საკითხებში რუსუდან ცხომელიძე.

მისი თქმით, „მაშინაც კი, როცა ჟურნალისტი ვერ იღებს გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას, მნიშვნელოვანია, მონაცემები ზედმიწევნით სწორად იყოს გამოთხოვილი და ჟურნალისტის შეცდომა არ გახდეს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის დამატებითი შესაძლებლობა“.

სახელმძღვანელო „როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია“ მოიცავს შემდეგ საკითხებს: რა სახის მასალა განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას; ვინ ფლობს საჯარო ინფორმაციას და ვის აქვს მისი გაცემის ვალდებულება; რა სახის მასალა არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და ექცევა საიდუმლო ინფორმაციის ფარგლებში; როგორია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმა და გაცემის ვადა; როგორია საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის გასაჩივრების პროცედურა; სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. ასევე, გზამკვლევზე თანდართულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე განცხადების შაბლონი და საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ადმინისტრაციული საჩივრის შაბლონი.

გზამკვლევი ხელმისაწვდომია ბმულზე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის