თორნიკე რიჟვაძე თურქეთის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა და საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული მიმართულებით.

შეხვედრას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორი ტუბა ოზუტოკი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა