თელავის რაიონულმა სასამართლომ, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე პროკურატურამ არგუმენტად მოიშველია ბრალდებულ თემურ ოთინაშვილის პირადი კავშირები მოწმეებთან, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ტიპის იარაღი, რის საფუძველზეც პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისათვის 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

თავად ბრალდებულმა, მომხდარის გამო სინანული გამოთქვა და დუმილის უფლება გამოიყენა.

ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ ჭიკაანში მომხდარი მკვლელის მოტივი ყოფით ნიადაგზე დაწყებული დავა იყო.

ფაქტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ნოემბერს ჩატარდება.

მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს მოხდა. ოთინაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი, 47 წლის გელა გუჩმაზაშვილი მოკლა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო