დაფარე კომუნალური გადასახადები უცხოური ბარათით Pay.ge-ზე

„ლიბერთი“ ბანკს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს: ამიერიდან, კომუნალური, ინტერნეტის და კომუნიკაციის გადასახადების დაფარვა შესაძლებელი იქნება უცხო ქვეყნის ბარათებით, მომენტალური გადახდების ონლაინ პლატფორმაზე Pay.ge! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის, პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე.

„ლიბერთი“ ყოველთვის ფიქრობს მომხმარებლების საჭიროებებზე და ცდილობს დანერგოს ისეთი სიახლეები, რომლებიც მათ ცხოვრებას გაამარტივებს. უკვე დიდი ხანია არსებობდა ისეთი სერვისის საჭიროება, რომელიც დაეხმარებოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოში მყოფ, თავისთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე ზრუნვაში, მათი კომუნალური გადასახადების დაფარვით. ჩვენი გუნდის დახმარებით, ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს პლატფორმაზე Pay.ge. მოხარულები ვართ და ვეცდებით კიდევ უფრო მეტი სასარგებლო სერვისი შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას და "ლიბერთის" მომხმარებლებს", - დავით მესხიძე, ლიბერთის ციფრული პლაფორმებისა და არხების განვითრების ხელმძღვანელი

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ