მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოში გაეროს სააგენტოებსა და მარნეულის მუნიციპალიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ადგილობრივი საჭიროებები და პრიორიტეტები განიხილეს.

მათივე ცნობით, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით "ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

„პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახორციელებს და მის ერთ-ერთ მიმართულებას გენდერული ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა წარმოადგენს.

შეხვედრას, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში