ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2022 წელს და 2023 წლის 9 თვის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავცრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშის წარდგენა 6 ოქტომბერს მოხდა.

აღნიშნულს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მერის მოადგილე, დავით გოგლიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ასლან საგანელიძე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. პრიორიტეტული მიმართულებები ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას და სხვა.

მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მოცულობა შეადგენდა 24 323 050 ლარს. მიმდინარე წელს კი ბიუჯეტის მოცულობა 26 111 463 ლარია. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიზნობრივად გადანაწილდა სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა