პაატა მანჯგალაძე - ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ, არ ვაპირებთ სხდომათა დარბაზში შესვლას პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვისას იმიტომ, რომ სხვისი დაჭერილი ღილაკის გამო არ მომიწიოს თავის მართლება

ვიღაცამ, თუ იხუმრა არ ვიცი, ჩვენ ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ და ჩვენთან დაკავშირებით ეს თემა უნდა დაიხუროს, ერთხელ და სამუდამოდ. ათასჯერ ვთქვით, არ ვაპირებთ შესვლას [პარლამენტის სხდომათა დარბაზში,თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგება დღის წესრიგში] იმიტომ, რომ სხვის მიჭერილი პულტის გამო მე არ მომიწიოს თავის მართლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შესაძლოა თუ არა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ე.წ. ვაჭრობა შედგეს.

ამასთან, მისი თქმით, დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო საქმემ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლოს.

დეპუტატის თქმით, არსებობს მოსაზრება იმის, რომ პლენუმის 9 წევრიდან 6 წევრი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის საქმეს „ხელს აუწევს“.

„ეს თემა არის სამარცხვინო. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა საუბარი, აქ ფინანსური ვაჭრობა ჩვეულებრივ პოლიტიკური კორუფციაა. ვიღაცამ თუ იხუმრა არ ვიცი, ჩვენ ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ და ჩვენთან დაკავშირებით ეს თემა უნდა დაიხუროს, ერთხელ და სამუდამოდ. ათასჯერ ვთქვით, არ ვაპირებთ შესვლას [პარლამენტის სხდომათა დარბაზში,თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგება დღის წესრიგში] იმიტომ, რომ სხვის მიჭერილი პულტის გამო მე არ მომიწიოს თავის მართლება. რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს თავისი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთისთვის სჭირდება ასეთ თემებზე საუბარი, ის არის პოლიტიკური ღამურას მდგომარეობაში, „ქოცები“ არ ენდობიან, არსებული ოპოზიცია არ ენდობა და რა უნდა გააკეთოს? ერთიც და მეორეც უნდა გალანძღოს, მესამე ნიშანი რომ გამოკვეთოს. ეს სჭირდება პოლიტიკისთვის, მესმის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, სხდომათა დარბაზში „ვიღაც თუ შევა, საკუთარ თავზე აგოს პასუხი, თითი არ დაეჭიროს შემთხვევით [ღილაკზე].

„ეჭვი არავისზე მაქვს, რადგანაც ოპოზიციაში ეჭვზე, დაძაბულობაზე და სისუსტეზე ლაპარაკი „ქართულ ოცნებას“ ეხმარება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე ისაუბრა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს, პაატა მანჯგალაძის თქმით, ეს კანონი, ბუნებრივია, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არ ეხმარება დემოკრატიას და პირიქით, აძლიერებს ავტოკრატიას.

„აქციაზე კარვის დანიშნულება არის ის, რომ მუდმივი პროტესტის პირობებში ადამიანი ზამთარში ქუჩაში არ გაიყინოს, სხვა ამოცანა და დანიშნულება კარავს არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ სხვა შინაარსი მისცეს, ეს არ ეხმარება ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს, მეტიც, ეს რომ ვენეციის კომისაში გაგვეგზავნა არაპროპორციულ, არათანაზომად შეზღუდვად შეაფასებდა ვენეციის კომისია, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ვეტოს, მას „ქართული ოცნება“ დაძლევს, მნიშვნელობა არ აქვს არგუმენტს, ერთი იქნება გადაწყვეტილება, დანარჩენები პულტზე ხელის დამჭერები არიან, უბრალოდ, იქ, საღი აზრის ლოგიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024