ნინო ლაცაბიძე - ყველა ვთანხმდებით, რომ აზოტის საწარმოში, რუსთაველებისთვის სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს და ეკოლოგიის მიმართულებით, მმართველმა კომპანიამ უფრო ძლიერი და ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სს საზოგადოება ,,რუსთავის აზოტის“ მმართველი „ინდორამა კორპორაციის ( Indorama Corporation)“ თავმჯდომარეს შრი პრაკაშ ლოჰიას და ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიას შეხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ, ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ და ,,ინდორამა კორპორაციის“ თავმჯდომარემ, საწარმოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე, დასაქმებულთათვის შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით დანერგილ ახალ ტექნოლოგიებზე ისაუბრეს.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, გამართული შეხვედრების მთავარი მიზანი და მოთხოვნა საწარმოში დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გარემოს დაცვის კუთხით ინვესტიციების განხორციელება იყო.

„რუსთავის აზოტთან“, რომელსაც ახალი მმართველი - „ინდორამა კორპორაცია“ ჰყავს, ბოლო პერიოდში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. მთავარი მიზნები და ჩვენი მოთხოვნები, საწარმოში დასაქმებულთა სამუშაო პირობები გაუმჯობესება და გარემოს დაცვის კუთხით ინვესტიციების განხორციელება იყო. დღეს ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ აზოტის საწარმოში რუსთაველებისთვის სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს და ეკოლოგიის მიმართულებით, მმართველმა კომპანიამ უფრო ძლიერი და ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

„რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ აღნიშნა, რომ ,,ინდორამა კორპორაციისთვის“ გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„დღეს, „ინდორამა კორპორაციის ( Indorama Corporation)“ თავმჯდომარე შრი პრაკაშ ლოჰიამ და ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიამ, საწარმოს ტერიტორია დაათვალიერეს. „ინდორამა კორპორაციის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, არის გარემოზე ზრუნვა. ,,იდორამა“ ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციაა და ეკოლოგია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, არაერთი მილიონი დოლარი დაიხარჯა და ეს ტენდენცია, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან ბურდილაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის