სალომე ზურაბიშვილი - ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების  ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით - საქართველო სრულად სოლიდარულია ისრაელის მიმართ

ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა, რითაც ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართველო სრულად სოლიდარულია ისრაელის მიმართ ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი თანამედროვე სამყაროში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის