გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთსა და აჭარაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთსა და აჭარაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

„მოქალაქეებს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები კუთვნილ მიწის ფართობზე და სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდათ დამონტაჟებული. საამქროების ტერიტორიებზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 24 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), თხმელას (მურყანი) სახეობის 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და წიფლის სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი.

2 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დაილუქა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შუბანსა და დარჩიძეებში.

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება