გორში დამსახურებული მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გაიხსნა

გორში დამსახურებული მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრებები ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში 8 ოქტომბერს დასრულდება.

„ტურნირში 2004 – 2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობენ. ისინი 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.

საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს გადაეცემათ თასები, მედლები და სიგელები.

ტურნირში ქართველებთან ერთად მონაწილეობენ სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი, მაკედონიელი, ამერიკელი და უკრაინელი მოჭიდავეები.

ნუგზარ სხირელის მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით პირველად 2021 წელს ჩატარდა. შეჯიბრებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს იმართება.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და მსოფლიო ფედერაციების მხარდაჭერით ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო