რუსთავში ,,რუსთავქალაქობისთვის“ მზადება მიმდინარეობს

რუსთავში, ,,რუსთავქალაქობას“ აღნიშნავენ. ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება, სადაც მზადება დილიდან მიმდინარეობს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ,,რუსთავქალაქობა 2023“-ის მთავარი თემა, უძველესი და მე-20 საუკუნის რუსთავის ისტორიაა.

,,დღეს რუსთავში აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეს. 19:00 საათზე, ქალაქის მთავარ მოედანზე ძალიან სასიამოვნო კონცერტი დაიწყება. ველოდებით ყველას, მთელ რუსთავს, ღონისძიებაზე არ გვაქვს არცერთი პერსონალური მოსაწვევი. მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საღამო თითოეული რუსთაველისთვის იქნება დაუვიწყარი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საზეიმო კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ნიკა ნიკვაშვილი, ანსამბლი ,,ქართული ხმები", ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

,,რუსთავქალაქობის" საზეიმო საღამოს მუსიკოსი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე წარუძღვება.

,,სამზადისი აქტიურ ფაზაშია, წელს აქცენტს ვაკეთებთ ქალაქის ორ სიცოცხლეზე, ძველ და განახლებულ რუსთავზე, რაღა თქმა უნდა, იმ ადამიანებზე, ვინც ეს ქალაქი შექმნა და ვინც ფაქტობრივად ამ ქალაქის ბედი დაწერა. ვინც ჩვენი თანამედროვეა და ჩვენს გვერდითაა, დღეს სტუმრად გვეყოლება და მოვეფერებით, ვინც სამწუხაროდ დაგვტოვა, მათ ღვაწლს გავაცნობთ ახალ თაობას და გავიხსენებთ. ველით ყველას, ვისთვისაც ეს ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანია და უყვარს“, - განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

ქალაქის დღესასწაულს, რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად უკვე 25 წელია, რაც აღნიშნავენ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“