ბადრი ჯაფარიძე - ამოცანა ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს - დიდი იმედები საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით არ გამაჩნია

„ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ამ ისტორიულ მომენტში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ატარებს ქვეყნისთვის სასიკეთო და სასარგებლო პოლიტიკას.

„სასამართლო სამწუხაროდ, დიდი გავლენის ქვეშ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან და მართვადიც არის, როცა მათ ეს სჭირდებათ, ამიტომ დიდი იმედები საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით მე არ გამაჩნია. დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. აქ ამოცანა ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ისტორიულ მომენტში. ალბათ, თუ დაინახავენ, რომ იმპიჩმენტი შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ამისთვისაც მაქსიმალურად იზრუნებენ.

„ქართული ოცნების“ როგორც მმართველი ძალის მიმართ მაქვს უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან ის ატარებს რუსული პოლიტიკისთვის მოსაწონ პოლიტიკას ჩვენ ქვეყანაში.

მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ატარებს ქვეყნისთვის სასიკეთო და სასარგებლო პოლიტიკას, რადგან ის უწევს ქვეყანას ლობირებას ევროპულ დედაქალაქებში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო