ლევან ანდრიაშვილი ლიეტუვის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

თელავს ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ესტუმრა. ელჩს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა უმასპინძლა. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას თელავთან დამეგობრებული ლიეტუვის ქალაქ ანიკშჩაის დელეგაციის წარმომადგენლები - ქალაქის მერი კესტუტის ტუბისი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი იურგიტა ბანიენე და კულტურის ცენტრის დირექტორი დიანა პეტროკაიტე ესწრებოდნენ.

მხარეებმა კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება