ბათუმი-მახინჯაურის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ბათუმი-მახინჯაურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რამდენიმე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა